თქვენ ათვალიერებთ საქართველოს ვებსაიტს
TP კლიენტთა მომსახურების სფეროს ლიდერი კომპანიაა, რომელიც 500 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს და ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს ემსახურება. TP-ს გუნდის წევრები მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფენ.
TP Georgia საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე "მეიჯერელ საქართველოს" სახელით იყო ცნობილი. დღეს თბილისსა და ქუთაისში 2500+ თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია საქართველოდან ათზე მეტ საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება, რომლებიც ისეთ მრავალფეროვან ინდუსტრიებს წარმოადგენენ, როგორებიცაა: ელექტრონული კომერცია, მოგზაურობა, სოციალური მედია, ტრანსპორტირება, ტექნოლოგიები და სხვ.
დასაქმდი საერთაშორისო კომპანიაში და ისარგებლე შემდეგი უპირატესობებით